სემინარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების   ავტონომიისა  და მართვის შესახებ

სემინარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიისა და მართვის შესახებ

 

მიმდინარე წლის 30 ივლისს – 1 აგვისტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, გუდაურში ჩატარდა სამდღიანი  სემინარი, რომელიც მიეძღვნა საუნივერსიტეტო მოწყობის, ავტონომიისა და მართვის საკითხებს. სემინარზე დამსწრეებს გამოცდილება გაუზიარა უცხოელმა ექსპერტმა, ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა ტასილო შმიტმა. 

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. სემინარის მონაწილეთა შორის იყვნენ: საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და განვითარების საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, განათლების კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ფონდების, რუსთაველის ფონდისა და ტემპუსის ოფისის წარმომადგენლები.

თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  სახელით სემინარის  მუშაობაში  და დისკუსიებში  მონაწილეობა  მიიღეს  სამედიცინო  უნივერსიტეტის  კანცლერმა, ბატონმა ზურაბ ორჯონიკიძემ  და  რექტორის მოადგილემ, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.

სემინარზე განხილული იქნა შემდეგი თემები:

"უნივერსიტეტის ავტონომია: ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები";

"სახელმწიფო უნივერსიტეტების სამართლებრივი ფორმები, მათი დაფინანსებისა და ადმინისტრირების სისტემა";

"უმაღლესი სასწავლებლების სამრჩევლო ორგანოები: ავტონომიისთვის შექმნილი საფრთხე, თუ  მისი გარანტი";

"უმაღლესი სასწავლებლის მართვა: დანიშნულება და კომპეტენციები";

"სწავლებისა და კვლევის ერთიანობის პრინციპი";

"უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა კრება" და სხვ.