თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ინსბრუკში (ავსტრია)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ინსბრუკში (ავსტრია)

2013 წლის 3 აგვისტოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი მანანა ქუთელია ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ავსტრიაში,  ქ. ინსბრუკში, სადაც შეხვდა დასავლეთ ავსტრიის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორს, ბატონ ვალტერ დრაქსლს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ–ის კურსდამთავრებული, ამჟამად ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, მომავალი ურთიერთთანამშრომლობის კოორდინატორი, დოქტორი ირმა კვიცარიძე.

შეხვედრაზე განხილულ იქნა თსსუ–ისა და ავსტრიის საგანმანათლებლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ ტიროლის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომლის თანახმადაც თსსუ–ში მოხდება დამხმარე სამედიცინო პერსონალის მომზადება  ავსტრიული პროგრამით (გერმანული ენის სწავლებით და ზაფხულის თვეებში ინსბრუკის კლინიკებში სტაჟირების გავლით), რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მოხდება დიპლომის  აღიარება და კურსდამთავრებულთა დასაქმება ავსტრიაში.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საგანმანათლებლო ცენტრის მშენებარე კამპუსი.