უცხოეთში მოღვაწე ქართველი პროფესორების: აპოლონ მესხისა და ნინო სოლომონიას ლექციები თსსუ–ში

უცხოეთში მოღვაწე ქართველი პროფესორების: აპოლონ მესხისა და ნინო სოლომონიას ლექციები თსსუ–ში

2013 წლის 9–10 სექტემბერს, თსსუ–ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის და „საქართველოს მეან–გინეკოლოგთა ასოციაციის“ ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ  დიდ ბრიტანეთსა და აშშ–ში მოღვაწე  ჩვენი თანამემამულე პროფესორები: დიდი ბრიტანეთის მეან–გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯისა და სამეფო სამედიცინო საზოგადოების წევრი, პროფესორი აპოლონ მესხი და აშშ–ს ახალშობილთა ბლოკის რეანიმაციის რეგიონული ინსტრუქტორი, S.T.A.B.L.E. კურსის მთავარი ინსტრუქტორი, ნეონატოლოგი, პროფესორი  ნინო სოლომონია. 

ქართველმა კოლეგებმა თსსუ–ის  ადმინისტრაციული კორპუსის ,,სხდომათა დარბაზში“ თსსუ–ის რეზიდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისთვის წაიკითხეს  შემდეგი ლექციები:

  • "მშობიარობის შემდგომი სისხლდენების მექანიზმები, დიაგნოსტიკა და მართვა" – პროფესორი აპოლონ მესხი;
  • "სამშობიარო ბლოკში ახალშობილის პირველადი  რეანიმაცია და სტაბილიზაცია“ – პროფესორი ნინო სოლომონია;
  • „მშობიარობის შემდგომი სისხლდენების მექანიზმები, დიაგნოსტიკა და მართვა (II ნაწილი)“ – პროფესორი აპოლონ  მესხი. 

ინტერაქტიული ხასიათის ლექციებზე ქართველმა რეზიდენტებმა  თავი გამოიჩინეს მაღალი აქტივობით და  პროფესორების დიდი მოწონება დაიმსახურეს.