თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალური ჯილდო ნომინაციაში – „2012–2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გამჭვირვალე საქმიანობისთვის“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალური ჯილდო ნომინაციაში – „2012–2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გამჭვირვალე საქმიანობისთვის“

2013 წლის 12 სექტემბერს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“–ს (OSGF) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით (IDFI) ჩატარდა ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა დეტალურ ანალიზს თემაზე – „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში“.

პრეზენტაცია გახსნა "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს დამფუძნებელმა ქეთევან ხუციშვილმა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა და დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების,  სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების,  საქართველოს რეგიონული გამგეობების, სახელმწიფო უნივერსიტეტების, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სახელმწიფო უნივერსიტეტების ჩამონათვალში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დასახელდა, როგორც – „2012–2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გამჭვირვალე საქმიანობისთვის“ ნომინაციაში გამარჯვებულად.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია უნივერსიტეტის სახელით მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს ჩატარებული  კვლევისთვის და ულოცავს უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელს  ამ მეტად მნიშვნელოვანი ნომინაციის მინიჭებას.