2013 წლის 17 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში “ გაიმართა I კურსელთა შეხვედრა სტუდენტურ თვითმმართველობასთან.
შეხვედრაზე პირველკურსელებს მიესალმა და სწავლის დაწყება მიულოცა თვითმმართველობის პრეზიდენტმა კახა აბულაძემ, ვიცე-პრეზიდენტებმა: გიორგი მიკუჩაძემ, თამარ საგანელიძემ, ქშიტიჯ კუმარმა.
გაიმართა თვითმმართველობის სტრუქტურისა და განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაცია.
საინფორმაციო შეხვედრა დასრულდა კითხვა პასუხის რეჟიმში.