ბერლინის უნივერსიტეტის კოტბუსის  კლინიკის  ყელ-ყურ-ცხვირის, თავისა და კისრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის,  პროფესორ თომას აიხჰორნის ვიზიტი თსსუ–ში

ბერლინის უნივერსიტეტის კოტბუსის კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის, თავისა და კისრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ თომას აიხჰორნის ვიზიტი თსსუ–ში

2013 წლის 23–26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბერლინის (გერმანია) უნივერსიტეტის კოტბუსის  კლინიკის  ყელ-ყურ-ცხვირის, თავისა და კისრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი თომას აიხჰორნი.25 სექტემბერს იგი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას.

პარტნიორობის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ-ის პირის ღრუს, თავისა და კისრის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი, უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი მანანა ქუთელია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა  კაპეტივაძე.

შეხვედრისას, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა პროფესორ თომას აიხჰორნს უნივერსიტეტთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობისთვის, რომელიც მისი ძალისხმევით ნაყოფიერად გრძელდება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

აღსანიშნავია, რომ პროფესორი თომას აიხჰორნის თანადგომით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VI კურსის სტუდენტები ყოველწლიურად გადიან სტაჟირებას ბერლინის უნივერსიტეტის კოტბუსის  კლინიკის  ყელ-ყურ-ცხვირის, თავისა და კისრის ქირურგიის დეპარტამენტში.

24–25 სექტემბერს, პროფესორმა თომას აიხჰორნმა, საქველმოქმედო მისიის ფარგლებში, საქართველოში უსასყიდლოდ გაუწია კონსულტაციები პაციენტებს და უახლესი ლაზერული აპარატით ჩაატარა ათამდე საქველმოქმედო ოპერაცია (ხორხის ნაწილობრივი დამზოგველი ამოკვეთა, I-II ხარისხის ავთვისებიანი სიმსივნეები და ა.შ).