საქველმოქმედო აქცია “სპეციალური ღიმილი’’ თსსუ–ის N.1 სტომატოლოგიურ კლინიკაში

საქველმოქმედო აქცია “სპეციალური ღიმილი’’ თსსუ–ის N.1 სტომატოლოგიურ კლინიკაში

2013 წლის 28 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩატარდა აქცია – “სპეციალური ღიმილი’’. აქციის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს ჩაუტარდათ პირის ღრუს გამოკვლევები და საჭირო სამკურნალო მანიპულაციები.

აქციაში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები არიან „სპეციალური ოლიმპიური თამაშების“ მონაწილეები. აღნიშნული ღონისძიება   ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების რეაბილიტაციასა და სოციალურ ინტეგრაციას საზოგადოებაში, სპორტისა და ფიზიკური კულტურის მეშვეობით.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად აღნიშნული ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: „Colgate Total“-ის წარმომადგენლობა საქართველოში და სააქციო საზოგადოება „ბარამბო“.

http://www.specialolympics.org/Stories/General/Georgia_Hosts_First_Healthy_Athletes_Event_and_Provides_Free_Follow-up_Care.aspx

 


გადაცემა სტუდენტურ ტელევიზიაში - StV