სტუდენტები საქართველოსათვის

სტუდენტები საქართველოსათვის

2013 წლის 9 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სოფლებში დვანსა და დიცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  მშვიდობიანი აქცია გამართეს. მათ, უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში ერთიანი საქართველოს ფორმის „ცოცხალი ჯაჭვი“ გამოსახეს და სიმბოლურად გადაწიეს მავთულხლართები.

 

ქართველ სტუდენტებთან ერთად თსსუ–ის აქციაში უცხოელი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. სტუდენტები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას გააქტიურდეს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღება არ მოადუნოს.

"ჩვენი შეკრების მთავარი მიზანია მშვიდობიანი ფორმით გამოვხატოთ პროტესტი ადმინისტრაციულ საზღვრებთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ერთიანი საქართველოს სტუდენტები, დღეს სიმბოლურად გადავჭერით მავთულხლართები და გავაერთიანეთ საქართველო" - განაცხადა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა კახა აბულაძემ.