სურსათის საერთაშორისო დღე

სურსათის საერთაშორისო დღე

2013 წლის 15 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა სურსათის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

კონფერენციაზე მოხსენება გააკეთეს: სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა შოთა ჩხაიძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ბიძინა ზურაშვილმა, ასაკობრივი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა შალვა (დავით) ზარნაძემ, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა გიორგობიანმა, გარემოს ჯანმრთელობის და პროფესიული მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა რევაზ კვერენჩხილაძემ.

კონფერნციაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: სურსათის უვნებლობა, ბავშვთა და მოზარდთა კვება, კვების პოლიტიკა და კანონმდებლობა,  სურსათის უვნებლობის მხრივ საქართველოში ამჟამად არსებული მდგომარეობა და გაუმჯობესების გზები.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, კითხვა-პასუხის რეჟიმში, სტუდენტთა კითხვებს პასუხობდნენ მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების მხარდამჭერი იყო “მარნეულის სასურსათო ქარხანა”, რომლის წარმომადგენლებმაც მოაწყვეს მათ მიერ წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების გამოფენა-დეგუსტაცია.