თსსუ–ის სტუდენტების სტაჟირება ოლდენბურგის კარდიო–ქირურგიულ კლინიკაში

თსსუ–ის სტუდენტების სტაჟირება ოლდენბურგის კარდიო–ქირურგიულ კლინიკაში

 

2013 წლის 25 ივლისიდან 23 სექტემბრამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: კონსტანტინე ჩიქოვანი,  თეონა ტყეშელაშვილი, მარიამ ჩხოლარია და ნინო ყაჯრიშვილი კლინიკური პრაქტიკის გასავლელად იმყოფებოდნენ  ოლდენბურგის (გერმანია) კარდიო–ქირურგიულ კლინიკაში (კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი  ოტტო დაპუნტი).

სტუდენტები მონაწილეობდნენ პაციენტთა მიღებაში, მათთვის მკურნალობის შერჩევაში, სხვადასხვა სახის ოპერაციებში, ავსებდნენ დოკუმენტებს გერმანულ ენაზე, ესწრებოდნენ სხვადასხვა ინვაზიურ და არაინვაზიურ პროცედურებს.

პრაქტიკის ბოლოს ყველა სტუდენტმა მიიღო სერტიფიკატი, რომელშიც დადებითადაა შეფასებული მათი, როგორც თეორიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევები, აგრეთვე გერმანული ენის ცოდნა.