თსსუ–ის რექტორის მოადგილის გიორგი აბესაძის ვიზიტი ინდოეთში

თსსუ–ის რექტორის მოადგილის გიორგი აბესაძის ვიზიტი ინდოეთში

2013 წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ინდოეთში,  ქ.ბუბენშვარში, სადაც KIIT უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა ევრაზიის აბრეშუმის გზის საუნივერსიტეტო კონსორციუმის (ESRUC) მე-4  ყოველწლიური კონვენტი თემაზე - ,,სოციალური, კულტურული და გლობალური საკითხების კვლევა აბრეშუმის გზის გასწვრივ“.

აღნიშნულ კონვენტზე გიორგი აბესაძე წარსდგა მოხსენებით: ,,Piloting of Case Based Clinical Reasoning (CBCR) Course at The Tbilisi State Medical University”.

გიორგი აბესაძემ  KIIT უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ სატენდრა პატნაიკთან ერთად  ხელი მოაწერა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

“ევრაზიის აბრეშუმის გზის”  საუნივერსიტეტო კონსორციუმის (ESRUC) მომავალი წლის  შეხვედრა  გაიმართება  2014 წლის ივლისში, ქალაქ ულანბატორში (მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა).