თსსუ–ის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რამაზ შენგელიას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ლაურეატის დიპლომი გადაეცა

თსსუ–ის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რამაზ შენგელიას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ლაურეატის დიპლომი გადაეცა

 

 

2013 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რამაზ შენგელიას “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ლაურეატის“ დიპლომი გადაეცა ნაშრომთა ციკლისთვის:

  • „მედიცინის ისტორია და ზოგადი თეორია“ (2009 წ. წიგნი I, ძველი აღმოსავლეთი);
  • „Caucasian Longevity and Georgian Traditional Medicine“ (2010 წ.);
  • „ბიოსამედიცინო ეთიკა“ (2011 წ.);
  • „მედიცინა და ზოგადი თეორია“ (2012 წ., წიგნი I-II, ძველი აღმოსავლეთის და დასავლეთის სამედიცინო ტრადიციები).

პროფესორ რამაზ შენგელიას,“საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ლაურეატის“ დიპლომთან ერთად, მიენიჭა ზაზა ფანასკერტელის აკადემიური სახელობითი პრემია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ულოცავს  პროფესორ რამაზ შენგელიას აღნიშნულ წარმატებას.