2013 წლის 11–13 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვია თელ-ავივის უნივერსიტეტის (ისრაელი) სოურასკის სამედიცინო ცენტრის, დანა-დვაკის ბავშვთა ჰოსპიტალის პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იცხაკ ვინოგრადი.
პროფესორმა იცხაკ ვინოგრადმა თსსუ–ს სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხა ლექციები და
ჩაატარა 5 სხვადასხვა სირთულის ოპერაცია:
- „უკანა ტანის ატრეზის შემდგომი ანუსის პლასტიკა“;
- „ჰირშპუნგის ოპერაცია“;
- „რადიკალური ოპერაციები – შემდგომი კოლოსტომის დახურვა“ – სამი ოპერაცია.
![]() |
![]() |
![]() |
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროფესორი იცხაკ ვინოგრადი უკვე მეხუთედ ეწვია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და ქართველ ქირურგებთან ერთად ჩაატარა ოცდაათზე მეტი ურთულესი ოპერაცია.