ხაშურში 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ

ხაშურში 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ

 

 2013 წლის 30 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სამედიცინო პერსონალისა  და ორგანიზაციის “ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი’’ ორგანიზებით, ხაშურში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს.

აქციის მსვლელობისას, სამედიცინო შემოწმება გაიარა 300-ზე მეტმა ბავშვმა და მოზარდმა. ექიმ–სპეციალისტებთან განხორციელდა 600-მდე ვიზიტი. პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჩაუტარდათ ულტრაბგერითი  გამოკვლევები.

ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე.