ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის ქვეყნებში ჰუმანიტარული ბიუროს დირექტორის მოადგილის ჯონ ფოსტის ვიზიტი თსსუ–ში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის ქვეყნებში ჰუმანიტარული ბიუროს დირექტორის მოადგილის ჯონ ფოსტის ვიზიტი თსსუ–ში

2013 წლის 2 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ერთმანეთს შეხვდა, თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის ქვეყნებში ჰუმანიტარული ბიუროს დირექტორის მოადგილე ჯონ ფოსტი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა: თსსუ–ის რექტორის მოადგილე პროფესორი რიმა ბერიაშვილი, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე,ინფრასტუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ალეკო ბუაჩიძე და „პირველი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში–ACTS GEORGIA“ -ს ვიცე პრეზიდენტი გურამ ამირიძე.

     

შეხვედრის შემდეგ ბატონმა ჯონ ფოსტმა დაათვალიერა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომლის ინფრასტრუქტურაც წელიწადნახევრიანი ინტენსიური სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაუთანაბრდა თანამედროვე სტანდარტებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობაზე. ვიზიტის დასასრულს, ბატონმა ჯონ ფოსტმა გამოთქვა  კლინიკის ჰუმანიტარული სამედიცინო აპარატურით აღჭურვის სურვილი.