ერასმუს მუნდუსის პროექტ MEDEA –ს პირველი სამუშაო შეხვედრა ქალაქ რიგაში

ერასმუს მუნდუსის პროექტ MEDEA –ს პირველი სამუშაო შეხვედრა ქალაქ რიგაში

 
 
 
 

2013 წლის 27–29 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ნინო კანდელაკი იმყოფებოდნენ ქალაქ რიგაში (ლატვიის რესპუბლიკა) ევროკავშირის პროგრამის – ERASMUS MUNDUS-ის პროექტ MEDEA-ს (MEDical univErsities Alliance)  პირველ სამუშაო შეხვედრაზე.

პროექტ MEDEA -ს კოორდინატორია ტულუზის პოლ საბატიერის უნივერსიტეტი, ხოლო თანაკოორდინატორი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ როგორც  ევროკავშირის ქვეყნების,  ასევე უკრაინის, ბელორუსიის, მოლდოვას, საქართველოს და  სომხეთის უნივერსიტეტები.

შეხვედრის მონაწილეებმა გააკეთეს მოხსენებები აკადემიურ სფეროში უნივერსიტეტების შემოთავაზებების შესახებ, დაამტკიცეს იმ ფაკულტეტების ჩამონათვალი, რომელზეც შეუძლიათ სტუდენტებს სწავლა, დამტკიცდა მობილობების რაოდენობა და ბიუჯეტი, განხილული იქნა კონსორციუმის შესარჩევი კომისიის და ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის შემადგენლობა.

5 დეკემბერს დაიწყო პროექტ MEDEA–ზე მსურველთა ონლაინ–რეგისტრაცია.