უცხოელ სტუდენტთა კონცერტი თსსუ–ში

უცხოელ სტუდენტთა კონცერტი თსსუ–ში

2013 წლის 13 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა კონცერტი.

კონცერტში მონაწილეობდა: თსსუ–ის უცხოელი სტუდენტების მიერ შემდგარი ჯგუფები: თურქეთიდან, ინდოეთიდან, შრი–ლანკიდან, ერაყიდან, ტრინიდადი და ტობაგოდან, აზერბაიჯანიდან და ნიგერიიდან.

კონცერტს ესწრებოდა: თსსუ–ის აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი, ქართველი და უცხოელი სტუდენტები.