თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კომპანია „ნესტლემ“ სამედიცინო ლიტერატურა გადასცა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კომპანია „ნესტლემ“ სამედიცინო ლიტერატურა გადასცა

 

2013 წლის 19 დეკემბერს, კომპანია „ნესტლეს“ წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, გადასცა სამედიცინო ლიტერატურა: „Nestle Nutrition Workshop“, „Annales Nestle“. ლიტერატურით სარგებლობა შეუძლიათ სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს.

როგორც ცნობილია კომპანია „ნესტლე“ წარმოადგენს საკვები პროდუქციის მსხვილ ექსპორტიორს. გარდა ამისა, იგი ატარებს და მონაწილეობს ყოველწლიურ სამედიცინო ყრილობებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში. ამავე დროს გამოსცემს პერიოდულ ჟურნალებსა და საგანმანათლებლო ხასიათის სამედიცინო ლიტერატურას, სადაც თავმოყრილია დარგის ყველა უახლესი მიღწევა.