თსსუ–ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტ ნათია გამყრელიძის წარმატებული პროექტი

თსსუ–ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტ ნათია გამყრელიძის წარმატებული პროექტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საქართველოში პირველად განხორციელდა დოქტორანტების ინდივიდუალური საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტებს უფინანსდებათ პუბლიკაციების გამოქვეყნების, ელექტრონული რესურსით სარგებლობის, საერთაშორისო კონფერენციებზე დასწრება–მონაწილეობის, სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯები და სხვა. 

კონკურსის ერთ–ერთი გამარჯვებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტის ნათია გამყრელიძის სადოქტორო კვლევის პროექტი: „მიკროსისხლძარღვთა კედლის ფუნქციების, ერითროციტების თვისებებისა და სისხლის დენადობის ცვლილებები ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის დროს“. 

სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ ყიფიანი და თანახელმძღვანელი – ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ პეტრიაშვილი.