პროფესორ ლარისა დახნოს ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პროფესორ ლარისა დახნოს ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 23–24 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის  ,,სადისერტაციო დარბაზში“   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის IV, Vკურსის სტუდენტების, რეზიდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის  ლექციები  წაიკითხა  მედიცინის საერთშორისო SIM PLANT Academy-ის,  ITI კრანიო და ყბა-სახის რადიოლოგიის ევროპული აკადემიის (EADMFR) მოქმედმა წევრმა,  KAVO-ის ფირმის კონსულტანტმა ლარისა დახნომ.

ღონისძიება გახსნა და   საზოგადოებას მიესალმა თსსუ–ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი  მარინა მამალაძე. მან ისაუბრა პროფესორ დახნოს მდიდარ გამოცდილებაზე.  

ლექციების თემატიკას წარმოადგენდა:

-ყბა–სახის კომპიუტერულ ტომოგრაფიული მონაცემების ანალიზი;
-ყბა–სახის მიდამოს კონუსურ სხივური კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება ნავიგაციურ ქირურგიულ სტომატოლოგიაში, იმპლანტოლოგიაში, ენდოდონტიასა და პაროდონტოლოგიაში.

პროფესორ დახნოს ლექციები გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტუალობით, რადგან ის  მოიცავდა ინფორმაციას სტომატოლოგიის ყველაზე ახალგაზრდა, ნოვაციურ და თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიც არის სტომატოლოგიური რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია. აღნიშნული კვლევის მეთოდებით  მიღებული ინფორმაცია ფასდაუდებელია ენდოდონტიაში, იმპლანტოლოგიაში, ყბა–სახის ქირურგიაში მომუშავე სპეციალისტებისთვის და მათი ეფექტური საქმიანობის საწინდარს წარმოადგენს.

უკანასკნელ წლებში თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტს მრავალი გამორჩეული სპეციალისტი ეწვია, რაც ამდიდრებს  როგორც სტუდენტების ასევე აკადემიური პერსონალის გამოცდილებას.

ღონისძიების ბოლოს დამსწრე საზოგადოებას გადაეცა სერთიფიკატები.