თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას თოვლის ბაბუა ეწვია

თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას თოვლის ბაბუა ეწვია

2013 წლის 30 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას თსსუ–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით თოვლის ბაბუა ეწვია.

საახალწლო პიარ–აქციის განმავლობაში თოვლის ბაბუამ კლინიკაში მყოფ პატარებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა, დაურიგა საახალწლო  საჩუქრები და გადაიღო სამახსოვრო ფოტოები.

ბავშვებმა, ასევე გაახარეს თოვლის ბაბუა და დაასაჩუქრეს ლექსებით და  სიმღერებით. გაუმხილეს სურვილები საახალწლო საჩუქრებთან დაკავშირებით.

თითოეული პაციენტის მშობელი მადლობას უხდის თსსუ–ის  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას შვილების გახარებისთვის, ბედნიერი წუთებისა და საჩუქრებისთვის...

თოვლის ბაბუა პატარებთან ერთად მათ მშობლემსაც გაუმასპინძლდა ტკბილეულით. უსურვა მათ ჯანმრთელობა და ბედნიერი დღეებით სავსე წელიწადი.

თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკა ყველა ბავშვს ულოცავს დამდეგ შობა–ახალ წელს და ჯანმრთელობასთან ერთად მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ წელიწადს უსურვებს.