ბრანდენბურგის სარეაბილიტაციო და აღმდგენითი ტექნოლოგიების კომპანიის პრეზიდენტის, პროფესორ კარენ ბონის ლექცია თსსუ–ში

ბრანდენბურგის სარეაბილიტაციო და აღმდგენითი ტექნოლოგიების კომპანიის პრეზიდენტის, პროფესორ კარენ ბონის ლექცია თსსუ–ში

2014 წლის 6 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკურ ცენტრში ჩატარდა  ბრანდენბურგის (კონექტიკუტი, აშშ) სარეაბილიტაციო და აღმდგენითი ტექნოლოგიების კომპანიის (Restorative Medical Inc). პრეზიდენტის, პროფესორ კარენ ბონის ლექცია – ნეირორეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდა: თსსუ–ის რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი ვალერი ახალკაცი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ლელა მასხულია და რეაბილიტაციურ მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი.

   

ამერიკელმა სპეციალისტმა განიხილა ნევროლოგიური დაზიანებების შედეგად განვითარებული კონტრაქტურების მკურნალობისა და რეაბილიტაციის უახლესი ტექნოლოგიები, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის და ცერებრული დამბლის შედეგად განვითარებული დეფორმაციების მართვის თანამედროვე მეთოდები. ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ამერიკელი სპეციალისტის ლექცია, დასასრულს გაიმართა კლინიკური შემთხვევების გარჩევა და დისკუსია.