ERASMUS MUNDUS-ის   პროგრამაში მონაწილეთათვის

ERASMUS MUNDUS-ის პროგრამაში მონაწილეთათვის

ERASMUS MUNDUS-ის   მე–2 აქტივობის – პროექტ  „მედეას“ (სამედიცინო უნივერსიტეტების ალიანსი) ფარგლებში  ჩატარდა  საინფორმაციო  შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ია ავალიანმა დაწვრილებით აუხსნა სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, როგორ ხდება ამ მობილობის პროგრამაში მონაწილეობა, ვის შეუძლია განაცხადის შევსება, რა დოკუმენტაციაა საჭირო პროგრამაში წარსადგენად, რა არის პრიორიტეტული. როგორც პროფესორმა ია ავალიანმა აუდიტორიას განუცხადა, ERASMUS MUNDUS-ის   პროგრამა ორიენტირებულია, რომ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეექმნას მონაწილეს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მას  ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვებასა და მაღალი ხარისხის განათლების მიღებაში. ეს ძალიან დაეხმარება მათ პროფესიული სრულყოფილებისკენ მიმავალ გზაზე.

პროფესორმა ია ავალიანმა, პროექტ  „მედეას“  შესახებ უპასუხა  შეკითხვებს და კიდევ ერთხელ შეახსენა მსმენელებს, რომ დეტალური ინფორმაცია მოიძიონ საიტზე: http://www.ema2-medea.com

მსგავს საინფორმაციო შეხვედრებს თსსუ ყოველკვირეულად შესთავაზებს თავის სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.