საქველმოქმედო აქცია გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

საქველმოქმედო აქცია გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

2014 წლის 8 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას "ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია. თბილისში მცხოვრებ ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს კლინიკის წამყვანმა სპეციალისტებმა:  პედიატრებმა – ფიქრია ლურსმანაშვილმა, ნინო გოგუაძემ, ირმა კორინთელმა და ქეთევან გოგბერაშვილმა; რევმატოლოგმა თინათინ კუტუბიძემ, ალერგოლოგმა მანანა კობახიძემ, რენტგენოლოგმა ნინელი ჩხაიძემ, ყბა-სახის ქირურგმა დავით კობახიძემ, ქირურგმა ნუკრი შალამბერიძემ, ტრავმატოლოგებმა - თამაზ გაბუნიამ და კახა სამუშიამ, ოტორინოლარინგოლოგმა მურმან ლომაიამ, ექოსკოპისტმა თამარ რობაქიძემ, ენდოკრინოლოგმა მაია ფხალაძემ, ნევროლოგებმა – ნანა ხაჭაპურიძემ და ნანა კაპანაძემ, ოფთალმოლოგმა ლუიზა ცომაიამ.

პაციენტების მშობლების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი აქციის ჩატარება, რადგან ზოგჯერ პრობლემის სრულ გამოვლენამდე, ვერც ახერხებენ ექიმთან მისვლას და პრევენციული ზომების მიღებას. ერთდროულად ამდენ ექიმთან ვიზიტი და ისიც – უფასოდ, მართლაც დიდი საჩუქარია პატარებისთვის. გამოცდილმა სპეციალისტებმა, აქციის ფარგლებში, გასინჯეს და გამოიკვლიეს 165 ბავშვი.