სამაგისტრო ნაშრომების დაცვა დაიწყო

სამაგისტრო ნაშრომების დაცვა დაიწყო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, როგორც ყოველ გაზაფხულზე, ამჟამადაც  სამაგისტრო ნაშრომების დაცვა დაიწყო. ეს ჩვეულებრივი საგანმანათლებლო პროცესია, მაგრამ საინტერესოა, რომ დღითი დღე უფრო მოქნილი, გარემო მოთხოვნებთან ადაპტირებული, და რაც მთავარია,  სრულყოფილი ხდება შრომები, რომლებსაც მაგისტრები წარადგენენ.

როგორც სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნინო ვეფხვაძემ აღნიშნა, წელს სამაგისტრო პროგრამების „ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება“ და „რეაბილიტაციაში მრჩეველი“ მეხუთე გამოშვებაა. თანდათან იმატებს მაგისტრანტთა რაოდენობა, და რაც მთავარია, ნაშრომების ხარისხი ყოველწლიურად უკეთესი ხდება. დღევანდელი რეალობა ასეთია: საჭიროა მენეჯერები, საზოგადოებრივი  ჯანდაცვის სპეციალისტები, დაზღვევის სფეროში მომუშავე პროფესიონალები. ადრე თუ უფრო საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ფაკულტეტდამთავრებული მოდიოდა ამ პროფილით მაგისტრატურაში, ახლა ბევრია მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულიც. ეს გახლავთ თანამედროვე მოთხოვნების პასუხი.

     

სამაგსიტრო პროგრამების ერთ–ერთი ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ირინა ზარნაძის სიტყვით, მხოლოდ 6 მარტს სამაგისტრო პროგრამებში: „ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება“ და „რეაბილიტაციაში მრჩეველი“, რვა მაგისტრობის ხარისხის მაძიებელმა დაიცვა დიპლომი. მათ მიერ წარმოდგენილი შრომების თემატიკა  ძალიან საინტერესო იყო: „ჯანმრთელობითი რისკები  საქართველოში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებში და ჯანმრთელობის ხელშეწყობის პერსპექტივების შეფასება“ ( ანა ჟულინა - სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი შალვა ზარნაძე, პროფესორი იოან ბოქსანი, ექსპერტები: ლილი ლომთაძე, მაია გონაშვილი), „აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა მშობლების ჩართულობის განსაზღვრა რეაბილიტაციის პროცესში და მათი ჯანმრთელობითი განათლების პერსპექტივების შეფასება" (ნინო წერეთელი -  სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი შალვა ზარნაძე,  ფსიქოლოგიის დოქტორი ნინო ჯაფარიძე, ექსპერტები: რუსუდან მხეიძე, დალი კიტოვანი), ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკების შეფასება-შესწავლა სტუდენტებში“ (გიგა სორდია- სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი შალვა ზარნაძე, რუსუდან მხეიძე, ექსპერტები: მარინა ყაჯრიშვილი, რამაზ საყვარელიძე), "საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობითი განათლების სისტემის ფორმირებაში მასმედიის როლის შესწავლა და შეფასება" (მიხეილ დიაკონიძე, სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ირინე  ზარნაძე, ექსპერტები: ასოცირებული პროფესორი შალვა ზარნაძე, ვაჟა ზეიკიძე), 

"პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მომუშავეთა როლის შესწავლა შეფასება ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და ჯანმრთელობით განათლებაში“ (შოთა ბერულაშვილი - სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ირინე  ზარნაძე, პროფესორი მორის მიტელმარკი, ექსპერტები: პროფესორი ოთარ გერზმავა, ასოცირებული პროფესორი შალვა ზარნაძე), "თავის ტვინის ვასკულური დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში ჯანმრთელობითი განათლების ეფექტური სისტემის მოდელირება" (ნინო ბოჭორიშვილი - სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ირინე  ზარნაძე, პროფესორი მორის მიტელმარკი, ექსპერტები: პროფესორი ოთარ გერზმავა, ასოცირებული პროფესორი შალვა ზარნაძე), „თამბაქოს მომხმარებელთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა და რეაბილიტაცია" (სალომე ფაღავა - სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი გიორგი ფიჩხაია, ასისტენტ-პროფესორი ლილი ლომთაძე, ექსპერტები: ასოცირებული პროფესორი შალვა ზარნაძე, პროფესორი მაია გონაშვილი), "ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სოციალიზაციის ხელშეწყობა" (თეო ჯინჭარაძე - სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი შალვა ზარნაძე, პროფესორი მაია შონიახი, ექსპერტები: ირმა მანჯავიძე, ხათუნა კეკელაშვილი).

მიიღო საფუძვლიანი და კარგი განათლება, – ეს უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა, მაგრამ ამასთანავე აუცილებლად უნდა გაითვალისწინო დროის მოთხოვნები. როგორც სამაგისტრო ნაშრომების წარდგენის შემდეგ გახდა ცხადი, საკითხის ზედმიწევნით ცოდნასთან ერთად მაგისტრის ხარისხის მაძიებლებს აქვთ სრული მზადყოფნა, ჩვენს რეალობაში არსებულ აქტუალურ და აუცილებლად გადასაჭრელ პრობლემებს გაართვან თავი. ეს თსსუ–ის კიდევ ერთი წარმატებაა.