სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“ თსსუ–ის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმებას სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“ თსსუ–ის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმებას სთავაზობს

2014 წლის 3 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი სი აის" წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სადაზღვევო კომპანიამ სტუდენტებს გააცნო კომპანიაში სხვადასხვა პოზიციებზე არსებული ვაკანსიების ჩამონათვალი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეევსოთ სპეციალური ბლანკები და დარეგისტრირებულიყვნენ დასაქმების მსურველთა ბაზაში. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ალდაგი ბი სი აიმ“ შარშან მსგავსი შეხვედრის შემდეგ 80–მდე სტუდენტი დაასაქმა თავის კომპანიაში. „ალდაგი“ კვლავაც მზადაა, აქტიურად ითანამშრომლოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან.