„ასთმის, ალერგიისა და ფქოდის მსოფლიო VII ფორუმი. რეაბილიტაცია მედიცინაში და იმუნორეაბილიტაციის XX  საერთაშორისო კონგრესი“ დასრულდა

„ასთმის, ალერგიისა და ფქოდის მსოფლიო VII ფორუმი. რეაბილიტაცია მედიცინაში და იმუნორეაბილიტაციის XX საერთაშორისო კონგრესი“ დასრულდა

 
 

თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი 2014 წლის 26–29 აპრილს ნიუ–იორკში იმყოფებოდა იმუნოპათოლოგიის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონგრესში – „ასთმის, ალერგიისა და ფქოდის მსოფლიო VII ფორუმი. რეაბილიტაცია მედიცინაში და იმუნორეაბილიტაციის XX  საერთაშორისო კონგრესი“ მონაწილეობის მისაღებად.

კონგრესს ესწრებოდნენ  ალერგოლოგიასა და კლინიკურ იმუნოლოგიაში მომუშავე წამყვანი სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან, იტალიიდან, ბულგარეთიდან... პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, კონგრესზე წაკითხული ყველა მოხსენება დიდ ყურადღებას იმსახურებდა.

კონგრესის გახსნის მეორე დღეს, 27 აპრილს პროფესორი თინათინ ჩიქოვანი პოსტერული სესიის მოდერატორი გახლდათ, 29 აპრილს კი თავმჯდომარეობდა სიმპოზიუმის სხდომას, რომელზეც თავადაც გააკეთა მოხსენება “იმუნური დაბერება: ჯანმრთელი ასაკოვანი პოპულაციის კვლევა“. სასიხარულოა, რომ მისმა მოხსენებამ პროფესიონალთა ინტერესი დაიმსახურა.

მოხსენების მასალები დაიბეჭდა სტატიის სახით იმუნორეაბილიტაციის საერთაშორისო ჟურნალში 2014 (16) N1. p 28-32.

საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული ყველა მცირე თუ დიდი წარმატება აუცილებლად აისახება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესზე, რაც ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს იძლევა.