ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სტუდენტური საზოგადოების კონფერენცია ბათუმში

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სტუდენტური საზოგადოების კონფერენცია ბათუმში

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სტუდენტურმა საზოგადოებამ 2014 წლის 6 ივნისს ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა კონფერენცია თემაზე – „რეაბილიტაცია“. კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარაში მომუშავე რეაბილიტოლოგები, სარეაბილიტაციო ცენტრების დირექტორები და თანამშრომლები, ასევე ამ უნივერსიტეტის სტუდენტები. მომხსენებლებმა აუდიტორიას გააცნეს რეაბილიტაციის წარმოშობის ისტორია, მეთოდები და მუშაობის სპეციფიკა. ამან მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. მოხსენებების შემდეგ  მუშაობა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.