სტუდენტური შეჯიბრი Red Bull Gravity Challenge

სტუდენტური შეჯიბრი Red Bull Gravity Challenge

2014 წლის 18 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტური შეჯიბრი Red Bull Gravity Challenge გაიმართა. მონაწილე გუნდები შეეცადნენ ნიუტონის კანონი დაემარცხებინათ და 12 მეტრის სიმაღლიდან კვერცხი ისე გადმოეგდოთ, რომ მიწაზე უვნებელი დაშვებულიყო.
შეჯიბრის მიზანი გახლდათ ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების აღმოჩენა, რომლებიც თავის ორიგინალურობას და გამომგონებლობას კვერცხის საფრენი კონსტრუქციების შექმნით გამოავლენდნენ. 
პროექტში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებს უნდა ჩამოეყალიბებინათ სამკაციანი გუნდი, მოეფიქრებინათ საფრენი კონსტრუქცია, რომლის მოცულობა არ  აღემატებოდა 5 კილოგრამს და ზომაში – 1 კუბურ მეტრს (1X1X1 მ), მასში  კვერცხს ისე განათავსებდნენ, რომ 12 მეტრის სიმაღლიდან გადმოგდებისას არ დაზიანებულიყო. 
მონაწილე გუნდებს ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით აფასებდა: კვერცხი მიწაზე უვნებლად უნდა დაშვებულიყო, კვერცხი აუცილებლად უნდა შეხებოდა მიწას, ის უნდა დავარდნილიყო  წინასწარ განსაზღვრულ ადგილას, გუნდს უნდა გამოევლინა კრეატიულობა, რაც გამოიხატებოდა საფრენი კონსტრუქციის, გაფრენა/დაშვების ორიგინალურობაში.

კონკურსში ძალიან საინტერესო გუნდები მონაწილეობდნენ. მათ  შორის გახლდათ რამდენიმე გუნდი სამედიცინო უნივერსიტეტიდან. გამარჯვებულებს პრემიები გადაეცათ: I ადგილი - 600 ლარი, II ადგილი - 450 ლარი, ხოლო III ადგილი - 300 ლარი.

სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა, მხოლოდ IV ადგილზე გავიდა.