ახალგაზრდა სპეციალისტმა ერთი ექიმის მომზადების პროგრამით მინიინვაზიურ ქირურგიულ ტექნიკაში ტრენინგ–კურსი გაიარა

ახალგაზრდა სპეციალისტმა ერთი ექიმის მომზადების პროგრამით მინიინვაზიურ ქირურგიულ ტექნიკაში ტრენინგ–კურსი გაიარა

ჩინეთის მთავრობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სთავაზობდა ერთი ექიმის მომზადებას პროგრამით: „ტრენინგ–კურსი მინიინვაზიურ ქირურგიულ ტექნიკაში ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის“. თსსუ–ის ქირურგიის  N1 დეპარტამენტის  დაინტერესდა ამ შეთავაზებით, ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადების თვალსაზრისით  და კანდიდატურად ზურაბ მანიჟაშვილი შეარჩია. მან 2014 წლის 22 მაისიდან 18 ივნისამდე გაიარა ტრენინგ–კურსი და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი. ვიზიტის შედეგების შესახებ ზურაბ მანიჟაშვილმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა მსმენელებს აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიულ კონფერენციაზე. რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, მიღებული გამოცდილება ინერგება მწვავე დესტრუქციული პანკრეატიტის მკურნალობაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიულ სნეულებათა მიმართულების პროფესორმა ნოდარ ლომიძემ მადლობა გამოუცხადა თსსუ–ის რექტორს პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ია ავალიანს ამ მნიშვნელოვან საქმეში გაწეული თანადგომისთვის.