ზაფხულის სკოლა  ფიზიკაში

ზაფხულის სკოლა ფიზიკაში

2014 წლის 23-29 აგვისტოს კაჭრეთში, „სასტუმრო„ ამბასადორში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ზაფხულის სკოლა ფიზიკაში „თანამედროვე ტენდენციები სამედიცინო ვიზუალიზაციაში და პაციენტისა და პერსონალის უსაფრთხოება“.  პროგრამა დაფინანსდა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

26 აგვისტოს სასტუმრო „ამბასადორში“ ჩატარდა ზაფხულის სკოლის  ოფიციალური გახსნის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი შარვაშიძე,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი პროფესორი რიმა ბერიაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი,  პროფესორი თამარ სანიკიძე,  ივ. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი დავით ნადარეიშვილი, სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის პედაგოგები (მეცნიერებათა დოქტორირამინ ანთია,მეცნიერებათა დოქტორიგიორგი ორმოცაძე,დოქტორანტისალომე კიპაროიძე), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომელიელენე ტალიაშვილი და უცხოეთიდან მოწვეული პროფესორები:  მადან რეჰანი - მშვიდობის დარგში 2005 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, რადიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომისიის (ICRP) კომიტეტის მდივანი, სამედიცინო ფიზიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOMP)  გენერალური დირექტორი (ავსტრია); ჯონ დამილაკისი - ევროგაერთიანების სამედიცინო ფიზიკოსთა ორგანიზაციის (EFOMP) პრეზიდენტი, კრეტას (საბერძნეთი) უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ნიკოლას პალიკარაკისი -  ტემპუსის პროგრამის  „Bio Medical Engineering Education Tempus Initiative in Eastern Neighbouring Area“ კოორდინატორი, პატრას (საბერძნეთი) უნივერსიტეტის პროფესორი; ამერიკის შეერთებული შტატების ჯანრმთელობის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი.

     

პროგრამაში მონაწილეობდნენ თბილისისა და რეგიონული (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლი სახელმწიფო უნივერსიეტი, თელავის გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) უნივერსიტეტების სამედიცინო პროფილის სტუდენტები.

2014 წლის 27 აგვისტოს თბილისში, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ზაფხულის სკოლის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდა „რადიაციული მედიცინა  XXI  საუკუნე - პერსპექტივები,  გამოწვევები“. ესწრებოდნენ: აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა, აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ნოდარ მითაგვარია, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი,  პროფესორი ამირან გამყრელიძე, თსსუ-ის მეციდინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი ქეთევან კავთიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომელი ელენე ტალიაშვილი, თსსუ-ის პროფესორი მარინა გიორგობიანი, ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, მრგვალი მაგიდის ორგანიზატორები: (პროფესორი დავით ნადარეიშვილი, პროფესორი თამარ სანიკიძე, გიორგი ორმოცაძე) და უცხოელი პროფესორები: მადან რეჰანი,  ჯონ დამილაკისი, ნიკოლას პალიკარაკისი და დარელ ფიშერი. დარგის წამყვანმა  ექსპერტებმა  ისაუბრეს მედიცინაში რადიაციული დაცვის თანამედროვე სისტემის  არქიტექტურაზე, განათლების როლზე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემაში,  საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან დახმარების ფორმაზე  ეროვნული ინფრასტრუქტურის შენებაში.

29 აგვისტოს ზაფხულის სკოლა დაიხურა. მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. უცხოელმა სტუმრებმა აღნიშნეს სტუდენტების მაღალი ინტერესი და ჩართულობა ლექციების მსვლელობაში, გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამ დარგში მსგავსი სკოლების ჩატარებას პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს, რადგან ეს აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისათვის.