თსსუ–ის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებმა მოინახულეს

თსსუ–ის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებმა მოინახულეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  და მასმედიის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერეს.

   

სანზონაში, ყოფილი მერვე საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე თსსუ–ის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა 163 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში დასაქმდება დაახლოებით 500 თანამშრომელი, მათ შორის: ადმინისტრაცია – 54, პროფესორი და ექიმი – 206, საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი – 240.  კლინიკის ბაზაზე სამედიცინო უნივერსიტეტის 2000-მდე სტუდენტი სალექციო კურსს და სტაჟირებას გაივლის ვინაიდან, კლინიკის დიდი ნაწილი სწორედ, სასწავლო აუდიტორიებს უჭირავს.

ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო კლინიკის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს.