თსსუ–ის სტუდენტების სტაჟირება სამსუნის „ონდოკუზ მაის“ უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში

თსსუ–ის სტუდენტების სტაჟირება სამსუნის „ონდოკუზ მაის“ უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში

2014 წლის 2–30 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი (49 სტუდენტი) იმყოფებოდა სამსუნში, „ონდოკუზ მაის“ უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში საზაფხულო სტაჟირების გასავლელად. სტუდენტებს შეხვდნენ: მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ჰეიდარ ოღლუ და ფაკულტეტის წარმომადგენლები.

სტაჟიორი სტუდენტები გადაანაწილეს კარდიოლოგიის, ზოგადი ქირურგიის, უროლოგიის, ორთოპედია–ტრავმატოლოგიის, თერაპიის, გინეკოლოგიის, ენდოკრინოლოგიის,  ოფთალმოლოგიის და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტებში. ისინი ესწრებოდნენ პროფესორთა შემოვლებს, მორიგეობდნენ, არჩევდნენ საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს, ამუშავებდნენ მიღებულ დავალებებს, მონაწილეობდნენ დისკუსიებში, ასრულებდნენ სხვადასხვა მანიპულაციებს. სტაჟირებამ ნაყოფიერად ჩაიარა.