თსსუ–ის კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ საქართველოს მშვიდობის კორპუსის  მმართველი დირექტორის მადლობის წერილი მიიღო

თსსუ–ის კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ საქართველოს მშვიდობის კორპუსის მმართველი დირექტორის მადლობის წერილი მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა, ზურაბ ორჯონიკიძემ საქართველოს  მშვიდობის კორპუსის მმართველი დირექტორის დუგლას გილკრისტის  მადლობის წერილი მიიღო.

მშვიდობის კორპუსი განსაკუთრებულად აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ფიცის დადებისთვის გაწეული დახმარებისთვის, იმისთვის, რომ თსსუ–ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა ასე მაღალ დონეზე გააცნო უცხოელ სტუმრებს ქართული კულტურა.