თირეოიდოლოგთა ევროპული ასოციაციის და ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის კონგრესები

თირეოიდოლოგთა ევროპული ასოციაციის და ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის კონგრესები

2014 წლის 6–10 სექტემბერს, ესპანეთის ქალაქ სანტიაგო დე კოპმპოსტელაში ჩატარდა თირეოიდოლოგთა ევროპული ასოციაციის 2014 წლის კონგრესი, ხოლო 14–დან 19 სექტემბრამდე მიმდინარეობდა ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის 2014 წლის კონგრესი. ორივე კონგრესზე მიწვეული გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ენდოკრინოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი დავით მეტრეველი, როგორც ევროპის თერეოიდოლოგთა ასოციაციისა და ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის წევრი.

თსსუ–ის ასოცირებულმა პროფესორმა დავით მეტრეველმა მონაწილეობა მიიღო ენდოკრინოლოგიის  აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილ სატელიტურ სამეცნიერო სიმპოზიუმების მუშაობაში, რომლებიც ჩატარდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ფარმაცევტული კომპანიის სპონსორობით.

კონგრესების ძირითადი და დამატებითი სატელიტური სიმპოზიუმების პროგრამები ითვალისწინებდა დროისა და ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაშტაბურ მუშაობას. როგორც ბატონმა დავით მეტრეველმა აღნიშნა, „ამ ღონისძიებებში  მონაწილეობა ნებისმიერი ენდოკრინოლოგისა და მათ შორის, ჩემთვისაც წარმოადგენდა უნიკალურ საშუალებას უახლესი სამეცნიერო–პრაქტიკული ხასიათის ინფორმაციის მისაღებად თანამედროვე ენდოკრინოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ეს ახალი ცოდნა და გამოცდილება განსაკუთრებით ფასეულია, რადგან დაგვეხმარება, მეტად ავამაღლოთ პედაგოგიური, სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის დონე და ხარისხი“.