საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ”ორგანოებისა და სისტემების მაკრო-მიკროსკოპული ანატომია ნორმაში, ექსპერიმენტში და პათოლოგიისას”

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ”ორგანოებისა და სისტემების მაკრო-მიკროსკოპული ანატომია ნორმაში, ექსპერიმენტში და პათოლოგიისას”

2014 წლის 24-26 სექტემბერს ვიტებსკში (ბელარუსი) ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ”ორგანოებისა და სისტემების მაკრო-მიკროსკოპული ანატომია ნორმაში, ექსპერიმენტში და პათოლოგიისას”, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია დგებუაძე.აღსანიშნავია, რომ ქალბატონი მაია იყო ამ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. კონფერენციის მუშაობაში, გარდა ბელორუსი მეცნიერებისა, მონაწილეობდნენ მორფოლოგები ბულგარეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, მოლდავეთიდან, ამიერკავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებიდან; წარმოდგენილი იყო შრომები ჩინეთიდან. 

პროფესორი მაია დგებუაძე იყო  სექციური სხდომის – ”ორგანიზმის ორგანოებისა და სისტემების მიკროსტრუქტურა  ნორმაში, ექსპერიმენტში და პათოლოგიისას” – თავმჯდომარე, სექციური სხდომის – “მორფოლოგიური დისციპლინების სწავლების თანამედროვე საგანმანათლებლო და ბიოლოგიური პრეპარატების დამზადების ახალი ტექნოლოგიები”, ასევე მრგვალი მაგიდის “მორფოლოგიური კათედრებისა და ლაბორატორიების მატერიალური ბაზისა და კადრების მდგომარეობა და გაუმჯობესების პერსპექტივები” – თანათავმჯდომარე. მის მიერ  ასევე წარმოდგენილი იყო ზეპირი მოხსენება: “ღვიძლის მორფოლოგია ექსპერიმენტული სეფსისის დროს ბოცვრებში”.

კონფერენციის ყველა მონაწილემ გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ”სამედიცინო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებისათვის მორფოლოგიური დისციპლინების სწავლების ინოვაციური მეთოდები”.