2014 წლის 22 ოქტომბერს, ბიბლიოთეკის ,,ცისფერ“ დარბაზში გაიმართა სადაზღვევო კომპანია ,,იმედი L“ -ის შეხვედრა სტუდენტებთან.
კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ვაკანსიებთან დაკავშირებული დეტალები და შეხვედრის დასრულების შემდეგ დაარეგისტრირეს მუშაობის დაწყების მსურველები.
აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურსა და კომპანია ,,იმედი L“– ს შორის თანამშრომლობის საფუძველზე, 2014 წლის მაისი-სექტემბრის მონაცემებით, სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდა 87 სტუდენტი და კურსდამთავრებული.
![]() |
![]() |