ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები თსსუ–ში

ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები თსსუ–ში

2014 წლის 5 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე და სასწავლო ცენტრის მენეჯერის თანაშემწე ქეთევან კალანდაძე ეწვივნენ. სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, უცხო ენათა სწავლების ცენტრის დირექტორი, პროფესორი მანანა ქუთელია და  საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი. ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებმა თანამშრომლობა შესთავაზეს თსსუ–ის მესვეურთ, გააცნეს თავისი საქმიანობა და დიდი ინტერესით მოისმინეს თსსუ–ის მიღწევებისა და გეგმების შესახებ ინფორმაცია.