2014 წლის 22 ოქტომბერს, “თბილისელების ოქროს კატალოგის” 2014 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დასახელდა როგორც “2014 წლის წარმატებული უნივერსიტეტი”.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით ნომინირებული, აღიარებული, წარმატებული: ბიზნეს-კომპანიები, მეწარმეები, საინვესტიციო პროექტები, მათი ხელმძღვანელები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კლინიკები, საადვოკატო კომპანიები, კერძო და კორპორაციული ბიზნესის მამაკაცი და ქალბატონი ლიდერები.