შეხვედრა თსსუ–ის უცხოელ  სტუდენტებთან

შეხვედრა თსსუ–ის უცხოელ სტუდენტებთან

2014 წლის 7 ნოემბერს, თსსუ–ის პირველი სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის ცისფერ დარბაზში  გაიმართა შეხვედრა პირველკურსელ უცხოელ    სტუდენტებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის სტუდენტებთან  და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები,  რომლებმაც  სტუდენტებს  მიაწოდეს ამომწურავი   ინფორმაცია მათი  საქმიანობის,  დაგეგმილი პროექტების და  სამომავლო  მიზნების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას  წარედგინა  უცხოელი სტუდენტების ახალი მმართველი გუნდი, რომელიც  უზრუნველყოფს მათ ჩართულობას  საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და აქტივობებში.

სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური და სტუდენტური თვითმმართველობა მსგავსი შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს,  რათა შესაძლებელი გახდეს  თსსუ–ის ყველა სტუდენტთან შეხვედრა.