ლევან ბერძენიშვილის ლექცია თსსუ–ში

ლევან ბერძენიშვილის ლექცია თსსუ–ში

2014 წლის 20 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ბერძენიშვილი ეწვია, რომელმაც საჯარო ლექცია წაიკითხა ოჯახში ძალადობის თემაზე.

ლექციას ესწრებოდნენ: რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თსსუ–ის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

ლევან ბერძენიშვილმა საინტერესოდ ისაუბრა საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე ოჯახებში გახშირებულ ძალადობასთან დაკავშირებით. მოიყვანა პარალელები ლიტერატურიდან, დაასახელა მაგალითები ამერიკული და ევროპული საზოგადოებების ცხოვრებიდან.

სტუდენტებმა დიდი ინტერესით მოუსმინეს საჯარო ლექციას და არაერთი შეკითხვა დაუსვეს სტუმარს, რომელმაც, ჩვეულებისამებრ, ხატოვნად და საინტერესოდ გასცა პასუხი თითოეულ მათგანს.