ვიზიტი ყარსის უნივერსიტეტში

ვიზიტი ყარსის უნივერსიტეტში

2014 წლის  13–15  ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ სილაგაძე, ნევროლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი ომარ სამუშია, ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტ–პროფესორი არჩილ ბეგიაშვილი და ამავე კათედრის ლაბორანტი ნინო ნანეიშვილი თურქეთში, ქალაქ ყარსის უნივერსიტეტში დაესწრნენ კონფერენციას, რომელიც ეძღვნებოდა ძილის დარღვევებსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. გამოითქვა სურვილი, მომავალში ქართველმა და თურქმა კოლეგებმა ერთობლივი კვლევა აწარმოონ ამ მიმართულებით, რაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ორივე მხარის მეცნიერებისათვის.