შეხვედრა თსსუ–ის უცხოელ სტუდენტებთან  ახალ სავიზო რეგულაციებთან  დაკავშირებით

შეხვედრა თსსუ–ის უცხოელ სტუდენტებთან ახალ სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით

2014 წლის 5 დეკემბერს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სადისერტაციო დარბაზში ახალ სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხების გაცნობის მიზნით გაიმართა შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტებთან.

 სტუდენტებს  შეხვდნენ  საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები:საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე  გიორგი ჯაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ეკა მამალაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსი   სოსო გიორგაძე,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე  ეკატერინე ოდიშარია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინგა კიკვაძე.

შეხვედრას, ასევე,  ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი პროფესორი ია ავალიანი,   დეპარტამენტის თანამშრომლები და უცხოელი სტუდენტები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის, გარდამავალ ეტაპზე, დაწესდა ბინადრობის ნებართვისა და საიმიგრაციო ვიზის მოპოვებისთვის შეღავათიანი პირობები.

აღინიშნა, რომ უცხოელებისათვის დადგინდა შემდეგი სახის შეღავათები:

„თუ 2014 წლის 27 ნოემბრამდე  უცხო ქვეყნის მოქალაქე ფლობდა საქართველოში ბინადრობის ნებართვას ან საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 2014 წლის 17 მარტს  და 26 ნოემბრისთვის იმყოფებოდა საქართველოში, ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით  საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე შეუძლია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სახლებს“.

„ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოვიდა 2014 წლის 17 მარტამდე და მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოიწურა და,  ამასთან, არასდროს მიუღია უარი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე, ან ქვეყანაში მისი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია მინიმუმ 30 დღე, ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენამდე აუცილებლად უნდა აიღოს საიმიგრაციო ვიზა. საიმიგრაციო ვიზის მისაღებად უნდა მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს“.