აკადემიკოს ფრიდონ თოდუას და ელგუჯა გოცირიძეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას და ელგუჯა გოცირიძეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ

2014 წლის 15 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას და აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის პარტნიორ ელგუჯა გოცირიძეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა ბატონ ფრიდონ თოდუასა და ბატონ ელგუჯა გოცირიძეს უნივერსიტეტისთვის გაწეული თანადგომისთვის. მათ მიერ დანიშნული სახელობითი სტიპენდიები სერიოზული მოტივაციაა სტუდენტებისთვის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

 ფრიდონ თოდუამ და ელგუჯა გოცირიძემ აღნიშნეს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, მათი Alma Mater–ის,  საპატიო დოქტორის წოდება მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.