თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

2014 წლის 18 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი  ილიას ჩილოღლუ.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი რესულ დიქმენი, ვიცე–რექტორი, პროფესორი ილიას უსთუნ იარი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მიურატ ერგუვანი, ენების სკოლის დირექტორი, დოქტორი მეჰმედ სელიმ აიჰანი, ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი მეინ მარჯინი, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი თამარ შიოშვილი, სოციალური ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ბაია ივანიშვილი, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ჯიჰან მერთი.

განახლდა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია სტუდენტთა თანამედროვე პროგრამებით მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება.