„განსხვავებული თვალით დანახული გულის იშემიური დაავადება“

„განსხვავებული თვალით დანახული გულის იშემიური დაავადება“

2014 წლის 18 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობისა და ივ.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტური სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით, ჩატარდა თსსუ–ის ვიცე–რექტორის,პროფესორ კახაბერ ჭელიძის საჯარო ლექცია „განსხვავებული თვალით დანახული გულის იშემიური დაავადება“.

ლექციას ერთნაირი ინტერესით უსმენდნენ, როგორც თსსუ–ის სტუდენტები, ისე კურსდამთავრებულები,  აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. პოპულარული ენით გადმოცემულმა, უმნიშვნელოვანესი პრობლემის – გულის იშემიური დაავადების თანამედროვე, წარსულისა და მომავლის ჭრილში გააზრებამ გულგრილი არავინ დატოვა. პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ მომავალი მედიკოსების ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ მათი არჩეული პროფესია მუდმივ განვითარებას  და ამასთანავე იმ კლიშეებისგან თავის დაღწევას მოითხოვს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში იჩენს ხოლმე თავს.