პროფესორ  მეჰმეტ ჰიკრი კოზოღლუს ლექციები თსსუ–ში

პროფესორ მეჰმეტ ჰიკრი კოზოღლუს ლექციები თსსუ–ში

MEVLANA გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია გირესუნის უნივერსიტეტის (თურქეთი) მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი მეჰმეტ ჰიკრი კოზოღლუ. მან, MEVLANA–ს აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში,  თსსუ–ის ბიოქიმიის დეპარტამენტში ჩაატარა მეცადინეობები (ლექცია–პრაქტიკულები).

თურქი პროფესორის ვიზიტის ორგანიზება თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლებისა და  ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ პაატა თუშურაშვილის და ასისტენტ–პროფესორ ეკა ეკალაძის ჩართულობით განხორციელდა.