წიწამურში ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი გაიხსნა

წიწამურში ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი გაიხსნა

 

წიწამურში, ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი გაიხსნა. ძეგლი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა გახსა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხი თვის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო.

სამუშაოების დაწყებამდე ძეგლის კვარცხლბეკი და მიმდებარე ტერიტორია, პრაქტიკულად, დანგრეული იყო. პროექტის ფარგლებში, განახლდა კვარცხლბეკი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა კვარცხლბეკამდე მისასვლელ კიბეებს, ამფითეატრს, გაკეთდა განათება.

ძეგლის რეაბილიტაციაში აქტიურად იყვნენ ჩართული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და სტუდენტები, რომელთა აქტივობითაც  კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია და დაირგო ბროწეულის ხეები.

გარდა, მორალური და ესთეტიური მნიშვნელობისა, ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია საგულისხმო მოვლენაა მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობისთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს მხარის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. მომავალ წელს განხორციელდება ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება–კეთილმოწყობა.

რეაბილიტირებული ძეგლის გახნას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი; ძეგლის არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი; საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი კახა აბულაძე, ქართველი და უცხოელი სტუდენტები, მწერლები და სხვა ოფიციალური პერსონები.