თსსუ–ის რექტორმა პაატა ბურჭულაძისაგან მისალოცი ბარათი მიიღო

თსსუ–ის რექტორმა პაატა ბურჭულაძისაგან მისალოცი ბარათი მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდ „ივერიისას“ დამფუძნებლის, მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისგან შობა–ახალი წლის მისალოცი წერილი მიიღო.

პაატა ბურჭულაძე კიდევ ერთხელ უხდის მადლობას თსსუ–ის რექტორსა და თანამშრომლებს მახათას მთაზე ივერიის ღვთისშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სავანის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის.

„მოგმართავთ თქვენ და თქვენს კოლეგებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მშენებლობის დაწყების დღიდან მხარში ამოუდექით ამ საქვეყნო საქმეს, რათა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სახალხო აქცია მშენებლობის დასრულებამდე გაგრძელდება, ანუ თქვენი თანადგომა მახათას მთაზე მიმდინარე მშენებლობას სამმონასტრო კომპლექსის დასრულებამდე დასჭირდება“, –  წერს პაატა ბურჭულაძე.

იხილე წერილი: