საქართველოში აკრედიტებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელს შორის  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი  დასახელდა და დაჯილდოვდა ნომინაციაში – 2014 წლის  „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“

საქართველოში აკრედიტებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელს შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დასახელდა და დაჯილდოვდა ნომინაციაში – 2014 წლის „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“

201წლის 12 თებერვალს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, ფონდ ღია საზოგადოება საქართველო“ (OSGF) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით (IDFI) ჩატარდა ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა დეტალურ ანალიზს თემაზე – „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში“ (opendata.ge).

საქართველოში აკრედიტებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელს შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უკვე მეორედ დასახელდა ნომინაციაში– 2014 წლის „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გამჭვირვალე საქმიანობისთვის“  გამარჯვებულად.

პრეზენტაცია გახსნა ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა. პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა და დირექტორმაგიორგი კლდიაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს სამინისტროების,  სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების,  საქართველოს რეგიონული გამგეობების, სახელმწიფო უნივერსიტეტების, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია უნივერსიტეტის სახელით მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს ჩატარებული  კვლევისთვის და ულოცავს უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელს  ამ მეტად მნიშვნელოვანი ნომინაციის მინიჭებას.